NBA ALL-STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად გამოცხადდა. “ოლ სტარში” სათამაშოდ საჭირო იყო სამეულში მოხვედრა. მატჩზე მოხვედრის შანსი პირველად ჰქონდა ზაზა ფაჩულიას, რომელსაც მიზნამდე 14 228 ხმა დააკლდა – 768,112 ხმით ფაჩულია მეოთხე ადგილზე გავიდა.
დასავლეთის წინახაზელთა სამეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: კობი ბრაიანტი – 1,891,614; კევინ დურანტი – 980,787; კავაი ლეონარდი – 782,339.
ისტორიაში პირველად, NBA-ს ALL-STAR-ი აშშ-ის საზღვრებს მიღმა გაიმართება. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.
ხმის მიცემის პროცედურა თბილისის დროით 19 იანვარს, 08:59 საათზე დასრულდა. ხმის მიცემა მიმდინარეობდა NBA-ს ოფიციალური ვებგვერდით, “ფეისბუქით”, “ტვიტერით”, “გუგლ პლუსით” და “ინსტაგრამით”.