ქართული სატელევიზიო სივრცე კარგი, საინტერესო და ყურებადი გადაცემების დეფიციტს განიცდის. ხშირად მაყურებელი რომელიმე კონკრეტული გადაცემით უკმაყოფილოა, თუმცა კი მაინც დაწყვრილებით იცის რომელ გადაცემაში რამდენი სტუმარი ჰყავდა, ვინ არის მსხვერპლი, ვინ დამნაშავე და ამასთანავე რა საზიზღარი გადაცემაა მისივე წამყვანთან ერთად.
ერთ–ერთი გადცემის ბლოკში მორიგი სტუმარი ყვებოდა, როგორ ძალადობდნენ მასზე წლების განმავლობაში, როგორ სცემდნენ და აიძულებდნენ სხვადასხვა ბინძური საქმის კეთებას. ზოგადად მსგავსი ტიპის გადაცემები ძალიან გავრცელებულია და მისი წამყვანიც კარგად ახერხებს მაყურებლის ემოციებზე თამაშს.
სტუმრების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში დაუფარავად ჩანდნენ მათი შვილებიც. მეტი ემოციურობისა და სიმძაფრისთვის არასრულწოვნების ჩვენება ხომ ქართული ტელეშოუების დამახასაიათებელ ტენდენციად იქცა. მედია არ ითვალისწინებს ბავშვთა უფლებებს, არ იციან როგორ უნდა გაშუქდეს ინფორმაცია არასრულწლოვანი ბავშვის შესახებ.აცრემლემლებული ბავშვს ხომ ყველაზე დიდი რეიტინგი მოაქვს. არ უნდა გამოგვჩეს გადაცემა „ნიჭიერიც“ – სამწუხარო რელოაბაა ის, რომ ადამიანებით მანიპულირებენ, საშინელებაა, როდესაც მედია არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს არწმუნებს გახდეს საზოგადოებისათვის „ცნობილი სახე “ რეალურად კი მათი გართობის საბაბი და დაცინვის ობიექტი.
რამდენად სწორია, შენი გადაცემის რეიტინგი სხვა ადამიანის პირადი უბედურების ტირაჟირების ხარჯზე აამაღლო? ხშირად გვირჩევენ თავად წამყვანებიც რომ თუ არ მოგვწონს უნდა გადავრთოთ, თუმცა კი აქ მნიშვნელოვანია მეორე ფაქტიც ალტერნატივა არ გაგავაჩნია ყველა არხზე ერთი და იგივევ ხლამი გადის .გადავრთავ „იმედზე“, სადაც გია ჯაჯანიძე „სხვა რაკურსით“ გვიჩვენებს ადამიანების პირად ცხოვრებას, წამყვანი ხან ერთ რესპონდენტს სთხოვდა დაჟინებით სექსუალური ცხოვრების დეტალების მოყოლას, ხან – მეორეს. აქაც, „პროფილის“ მსგავსად, ბავშვი ჰყავდათ სტუდიაში მშობლების ისტორიის გასამძაფრებლად. არადა ბავშვების გამოჩენის გარეშე არაფერი დააკლდებოდა არც ერთ და არც მეორე გადაცემას.
წამყვანი გადართვისკენ არ უნდა მოგიწოდებდეს, ის ვალდებულია შეისწავლოს გაიგოს საზოგადოებრივი აზრი და შემდეგ იმის მიხედვით გააგრძელოს გადაცემების გაკეთება, მედია არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ რეიტინგზე, აუცილებელია ხარისხის გათვალისწინებაც.ვინც რეიტინგით ამართლებს გადაცემების უხარისხობას, ავიწყდება, რომ რეიტინგისთვის ბრძოლის პროცესში მაუწყებლები დაკისრებული პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდებიან.
მედია არ გვთავაზობს საინტერესო პროდუქტს, მიიჩნევენ რომ შემეცნებითი გადაცემები არა რეიტინგული თუმცა კი არასოდეს უცდიათ გარდა კიჩისა ჯანსაღი პროდუქციაც მიეწოდებინათ მაყურებლისათვის. მედია არის მეოთხე ხელისუფლება, მას შეუძლია ჩამოაყალიბოს შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი, გემოვნება სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოს შერჩეული თითოეული გადაცემა თითოეული სიუჟეტი რომ მასალით, მაყურებელმა რაღაც შეიმეცნოს, გაიგოს და არ დაისტრესოს ფსიქოლოგიურად.
მარიამ ფანჩულიძე