“ვაშინგტონ პოსტი” გვთავაზობს სტატიას სათაურით „მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები – ბოდიში, ამერიკა, შენ მე-4 ხარ“.
ჟურნალისტი ნირაჯ ჩოქში სტატიას 20 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ გვთავაზობს. ფორუმი სწორედ საუკეთესო ქვეყნების რანჟირების გაცნობითა და მათი დასახელებით გაიხსნა.
კატეგორიები შემდეგნაირად გადანაწილდა:
თავგადასავლების მაძიებელნი, სამოქალაქო თვითშეგნება, კულტურული გავლენა, მეწარმეობა, მემკვირეობა, უძრავი ქონება, ღია ბიზნესი, სიძლიერე, ცხოვრების დონე, ხარისხი, საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა, ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი, გამწვანება და მწვანე პოლიტიკა, ბავშვებისთვის საცხოვრებელი და სხვა პირობებისთვის ხელსაყრელი ქვეყანა, კარიერის დასაწყებად საუკეთესო ქვეყანა, მარტო მოგზაურობისთვის საუკეთესო, განათლების მისაღებად, გენდერული პოლიტიკა და ბალანსი.
მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
1. გერმანია;
2 კანადა;
3. დიდი ბრიტანეთი;
4. აშშ;
5. შვედეთი.
დანარჩენ ადგილებს ინაწილებენ: ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი, ჰოლანდია და დანია.
შედეგები გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ამბებისა და მსოფლიო ანგარიშის სააგენტოს, ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტის კონსულტაციების შემდეგ. სააგენტოს თავმჯომარემ მორტიმერ ზიუკერმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ: „უნივერსიტეტების,სამედიცინო დაწესებულებებისა და ნებისმიერ სხვა ინსტიტუციის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება შესულიყვნენ მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ღია პორტალზე ხმა მიეცათ, ან დაკვირვებოდნენ იმ პროცესს,რომელიც ეხმარებოდა მოქალაქეებს, ბიზნესმენებს ან სახელმწიფოებს არსებული შედეგებით მიეღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სხვა კუთხით“.
გამოკითხვაში მონაწილეობა 16 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. დიაგრამა გვიჩვენებს ოცი ქვეყნის რიგითობას და ქულათა რაოდენობას.
ბევრმა მიზეზმა განაპირობა ის, რომ გერმანია პირველ ადგილს იკავებს. სააგენტოს ცნობით, ქვეყანა არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით ლიდერობს, არამედ იმითაც, რომ იგი მოწინავეა უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით, ასევე პოპულარულია მთელს მსოფლიოში, როგორც საუკეთესო ქვეყანა – მიიღო განათლება და იცხოვრო მშვიდად, გქონდეს არსებობისთვის მნიშვნელოვანი პირობები და პირობებზე მეტი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია ანგელა მერკერის, როგორც ლიდერის ფაქტორი,რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები და გადაწყვეტილებები მიიღო.
პროექტისთვის შეირჩა 60 ქვეყანა,რომელთაც 16 ათასმა ადამიანმა 24 კატეგორიაში მისცა ხმა. კატეგორიების მიხედვით, ხმები დაჯამდა და საერთო რაოდენობით გამოიკვეთა პირველადგილოსანი ქვეყანა.
იყო კატეგორიები, რომელშიც მეტი ხმა სხვა ქვეყნებმა მიიღეს. მაგალითად, კანადა ცხოვრების ხარისხითა და დონით პირველ ადგილზეა მსოფლიოში და ასევე მეორე ადგილზეა სამოქალაქო თვითშეგნების კატეგორიაში. შვედეთი პირველია მწვანე პოლიტიკისა და ბავშვების აღზრდის ხოლო, მეორე ადგილზეა ღია ბიზნესისა და ცხოვრების ხარისხის კატეგორიებში.
ბრაზილია კი, რომელიც მეოცე ადგილს იკავებს სკალაზე, პირველია თავგადასავლებისა და რისკის მაძიებლების კატეგორიაში, ლუქსემბურგი ღია ბიზნესის, საფრანგეთი კულტურული, გერმანია მეწარმეობის კატეგორიებში პირველ ადგილს იკავებენ.
ხმა 36 ქვეყნის წარმომადგენელმა მისცა. მათი ნახევარი, დაახლოებით, 8 ათასი ადამიანი სტუდენტები, ან საშუალო სკოლის და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები არიან. ხმათა 4,5 ათასზე მეტი ბიზნეს ლიდერმა მისცა, თითოეული რესპოდენტს სთხოვდნენ გაეზიარებინათ საკუთარი აღქმები ამ ქვეყნებთან დაკავშირებით.
დავოსში 25 დეკემბერს დასრულდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. „ახალი გლობალური კონტექსტი“ – ამ დევიზით გაიხსნა შეხვედრა, რომელსაც 140 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. დავოსში არ იმყოფებოდა რუსეთის პირველი პირი, თუმცა შეხვედრაზე რუსეთი სამთავრობო დელეგაციით იყო წარმოდგენილი.
მსოფლიო რიგით 45-ე ეკონომიკური ფორუმის მთავარი განსახილველი თემები სიღარიბე, კლიმატი, ჯანდაცვა და კონფლიქტები იყო.
თემაზე მუშაობდნენ:
ნათია კეკენაძე
გიორგი მიქანაძე