29 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭო მორიგ სხდომას გამართავს.
საბჭოს ინფორმაციით, სხდომა პრეზიდენტის მოწვევით, ნატოს ვარშავის სამიტსა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე ჩაინიშნა.
“საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 29 იანვარს 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის; 2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ეროვნული უშიშროების საბჭოში. მათივე განმარტებით, სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.