თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5%-ში მოხვდა. თუ წინა წელს ვებომეტრიქსის რანჟირებით თსუ კავკასიის რეგიონში ლიდერ უნივერსიტეტად დასახელდა, წელს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა და საპატიო პოზიცია დაიკავა.
2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 23 887 უნივერსიტეტს შორის, თსუ 2006-ე ადგილზე გავიდა, ევროპის უნივერსიტეტების ჩამონათვალში (4000-მდე უნივერსიტეტი) 714-ე ადგილზე (საუკეთესო უნივერსიტეტების 20%-ში), კავკასიის რეგიონში და საქართველოში კი – პირველ ადგილზე.
2016 წელს კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგმა ამ ბაზაში აიწია და დღეისთვის 830-ე ადგილზეა. იმ რეიტინის მიხედვით, რომელიც უნივერსიტეტების სამეცნიერო საქმიანობას აფასებს, უნივერსიტეტი მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტში მოხვდა, კერძოდ, იგი 985-ე ადგილზე. რექტორ ვლადიმერ პაპავას თქმით, თსუ კვლავ რჩება საქართველოში უნივერსიტეტებს შორის ლიდერთა შორის. ამას კი თავად აბიტურიენტები და მათი მშობლები აფასებენ. კერძოდ, 39 000 აბიტურიენტიდან 10 000 აბიტურიენტმა, ეროვნულ გამოცდებში უნივერსიტეტების შემოხაზვის დროს, პირველი ადგილი თსუ-ს მიანიჭა.
წელს უნივერსიტეტმა 3 600-მდე სტუდენტი მიიღო, მათგან 80%-ს სახელმწიფო გრანტი აქვს. პაპავას თქმით, უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების კომპეტენციის ზღვარი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებში და მაღალი ქულის მქონე სტუდენტები ირიცხებიან.
ნატალია ჯალაღონია