საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია წლის საზეიმო გრანდიოზულ დაჯილდოებას გამარტავს კლუბ „ვან საიდში“. ამ დღეს წლის საუკეთესო კარატმენები, მსაჯები, ინსტრუქტორები და მხარდამჭრები დაჯილდოვდებიან.
„ღონისძიების გრანდიოზულობა ის გახლავთ კიდევ, რომ საქართველოს ამდენი წარმატებული სპორტსმენი არცერთ სფეროში არ ჰყოლია და არც დღეს არ ჰყავს. ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა, უმაღლეს დონეზე განვითარდა ეს უნიკალური სპორტი. დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ ყველა წარმატებულ სპორტსმენს, მსაჯს და მწვრთნელს. ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო სტუმრები და მხარდამჭრები გვყავს მოწვეული, რომლებიც ასევე გადასცემენ პრიზებს და დამსახურებას დაუფასებენ ჩვენს კარატისტებს.
სარამოს ქართული სპორტის უდიდესი ქომაგი და საუკუნის კომენტარორი, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი წაიყვანს, სპორტსმენებს კი ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი გუჯა ბერიშვილი და სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი შალვა გოგოლაძე დააჯილდოვებენ. ასევე, საპატიო სტუმრებში იქნება ქართული კარატეს ერთ-ერთი პიონერი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით თევზაძე“, – განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი