გოდე კილაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს სოციალური ქსელის საშუალებით მადლობას უხდის:
,,თოვლში ჩავრჩი ზედაზენზე, საკმაოდ დიდი თოვლი იყო, რომ მივხვდი ვერ ავიდოდი, უკან დავიხიე და დავსრიალდი, ჩაჯდა არხში მანქანა… დახმარება ვითხოვე, ,,ჯიპი” მოდიოდა, გავაჩერე და პრემიერ-მინისტრი შემრჩა ხელში, გადმოხტა მანქანიდან. საბუქსირე არ გვქონდა, ვერ ამოვიყვანეთ. ვინც ახლდა იმან, სხვა ვინმე გამოივლის ბუქსირი ვისაც ექნება და ამოგიყვანსო, პრემიერმა, – რა სხვაო, გადახტა, რომელი ბორბალიც გვქონდა ჩაფლული, იმ მხარეს, ტალახში, ამოიყენა გვერდზე, ვინც ახლდა, მომაწვნენ და ამომიყვანეს. სულ დავუსვარე ტანსაცმელი, ტალახი მიეყარა, ბოდიში და მადლობები გადავუხადე, თან უხერხულად ვიგრძენით თავი,რომ დაისვარნენ, თუმცა ამავდროულად გვეამაყებოდა, რომ ჩვენ ვიყავით ქართველები და საქართველოს პირველმა პირმა, როგორც რიგითმა მოქალაქემ, გამოგვიწოდა დახმარების ხელი.”
ნატალია ჯალაღონია