პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, პრეზიდენტთან კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი კარგია, თუმცა, ეს მხოლოდ სურვილად არ უნდა დარჩეს.
როგორც ჟურნალისტებს კახა კოჟორიძემ განუცხადა, მაშინ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა კონფერენცია ამბობს, თითქოს საქარველოს პრეზიდენტი საძრახის კამპანიაშია ჩართული, საბჭოს მხრიდან დიალოგზე საუბარი რელევანტური არ არის.
„პრეზიდენტი ყოველთვის უჭერს და დაუჭერს მხარს საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, ანგარიშვალდებულებას, მაგრამ ეს არ არის უპირობო მხრდაჭერა. ეს მხარდაჭერა არის იმ შემთხვევაში და იმ პირობით, რომ თავად სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, სამართლიანი და ანგარიშვალდებული. დღეს რატომღაც საბჭო საუბრობს გარე ფაქტორებზე, რა ფაქტორები ახდენს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გავლენას, მაგრამ ავიწყდება ფუნბდამერტური საკითხი – სასამართლოს დამოუკიდებლობის ქვაკუთხედი, სწორედ ინდივიდუალური მოსამართლეა. საქართველოს პრეზიდენტის ყველა განცხადება არის იქითკენ მიმართული, რომ თითოეულ, კონკრეტულ შემთხვევაში საბჭომ საუკეთესო კანდიდატები შეარჩიოს. ის, რომ იუსტიის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა პრობლემატურია, ამას მხოლოდ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე არ ამბობენ, ამას ამბობს სახალხო დამცველი, ასევე ევროკომისარი ადამიანის უფლებეის დაცვაში“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.