3 თებერვალს, სამინისტროში, საქართველოს მთავრობის ჯილდოზე წარდგენის, სპორტის სფეროში საპატიოწოდებების მინიჭების და სოციალური საკითხების შესახებ კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ, რომელსაცსპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა დღისწესრიგის მიხედვით რამდენიმე საკითხი განიხილა.
კომისიამ “სპორტის რაინდის წოდება” 5 ადამიანს – ნინო სალუქვაძეს (ოლიმპიური ჩემპიონი), ვახტანგ სალუქვაძეს(ტყვიის სროლა), ჯემალ ძაგანიას (სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი), ჯონი ლორიას(ჭიდაობა) და გურამ კოსტავას (ფარიკაობა) მიანიჭა.
ამასთან, გადაწყდა რომ ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა ყოველთვიური სოციალური დახმარებადამატებით 16 ადამიანს დაენიშნოს. სოციალური დახმარება 100 და 150 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, სამინისტროსოციალურ დახმარებას 400-მდე ვეტერან სპორტსმენს აძლევს. სხდომაზე გადაწყდა 16 ადამიანისთვის ერთჯერადიფინანსური დახმარების გაწევაც.