ტელეკომპანია „მაესტროს“ პარტნიორთა კრება დასრულდა. კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე თანამდებობას დატოვებს.
როგორც ჟურნალისტებს მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა, კრებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის თანამდებობას, ტელეკომპანიის 55% წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე დაიკავებს.
ტელეკომპანია “მაესტროს” პარტნიორთა კრება ბაია გადაბაძემ და გია გაჩეჩილაძემ უკვე დატოვეს. მათ მედიასთან კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.