საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან.
შეხვედრისას განხილული იქნა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს აქტიური თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებში, ამასთან, არსებობს ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების დიდი პოტენციალი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას. საუბარი შეეხო უახლოეს პერიოდში დაგეგმილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისა და საქართველო-აზერბაიჯანი-
შეხვედრისას თურქეთის ელჩმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო მხარდაჭერა.