ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრ კახა კალაძისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, დაახლოებით, 3 საათიანი შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თავმჯომარემ, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, სამწუხაროდ, მათ მინისტრისგან იმ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს, რომელიც “გაზპრომს” ეხებოდა.
ხოშტარიას განცხადებით, ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ საქართველოს ენეგრეტიკის მინისტრს არ ესმის “გაზპრომთან” მოლაპარაკების პოლიტიკური საკითხები.
რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძისთვის გაუგებარია რატომ დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები. მინისტრი აცხადებს, რომ უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, არასამთავრობოებისა და ექსპერტების ყველა კითხვას უპასუხეს.
„ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი იქნა გაცემიული. საწყენია, თუ რომელიმე მათგანი გამოვიდა და კიდევ საუბრობს პასუხგაუცემელ კითხვებზე. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მიზანმიმართულად ანგაჟირებული თემაა. რეალური სიტუაცია არავის აინტერესებს. არ აინტერესებს ის, რომ მოსახელეობა ვუზრუნველვყოთ ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით. იმ მოცულობებზე, რაზეც “გაზპრომთან” მიმდინარეობს მოლაპარაკება, პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს”, – აღნნიშნა კალაძემ.
ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას 28 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეეროში არსებული საკითხები, მათ შორის “გაზპრომის” თემა განიხილეს.