8 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა შვედეთის სამეფოსსაგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრასგამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
მხარეებიმიმოიხილავენ საქართველო შვედეთის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული დაევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, რეგიონში შექმნილ ვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში მარგოტ ვალსტრომი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგიმარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარესდავით უსუფაშვილს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე, პატივს მიაგებს საქართველოსერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთამემორიალს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რეგიონალური ტურნესფარგლებში ეწვევა.