გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარი პოზიცია ტელეკომპანია მაესტროს შესახებ განმარტა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მას გიორგი გაჩეჩილაძესთან შეხვედრა გაჩეჩილაძის მეგობრის თაობაზე ჰქონდა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს პრობლემები ჰქონდა.
„არ მახასიათებს ტყუილი, აუტანლობა მაქვს ტყუილის. 11 საათზე შევხვდი, სპეკულაციებზე აღარ შემიძლია პასუხების გაცემა. გიორგი გაჩეჩილაძის მეგობარზე მქონდა საუბარი. მეორე მხარეს პრინციპულად არ შევხვდი, ჩაითვლებოდა, რომ მე კონფლიქტის ერთერთ მხარეს შევხვდი. საერთოდ არ ვიცოდი მაესტროში ეს სიტუაცია თუ ხდებოდა, რომ მცოდნოდა, ალბათ, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი. ამ სიტუაციაში ამ შეხვედრისგან შეიძლება თავი შემეკავებინა, რომ ამხელა სპეკულაციები და მითქმა-მოთქმა არ გამომეწვია,” – განაცხადა პრემიერმა.