გასულ კვირას, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში რელიგიური კონფესიებისთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხზე იმსჯელეს. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, კონფესიებისთვის საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის მიმდინარე წელს სახელმწიოფო ბუჯეტიდან 4.5 მილიონ ლარი გამოიყო. მიმდინარე ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3.5 მილიონი უკვე გადანაწილებულია ოთხ რელიგიურ ჯგუფზე, შედმეგნაირად:
– საქართველოს ისლამური თემი – 2. 2 მილიონი ლარი;
– საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი – 600 000 ლარი;
– საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი -400 000 ლარი;
– საქართველოს იუდეური თემი – 300 000 ლარი.
ხოლო დამატებით 1 მილიონ ლარს ისინი ზაფხულის პერიოდში მიიღებენ, მას შემდეგ რაც ცნოიბილი გახდება სტატისტიკის დეპარტამეტის ოფიციალური მონაცემები, რადგან დაცული იქნეს სამართლიანობისა და დემოკრატიულობის პრინციპი.
„მიმდირე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 4.5მილიონი ლარი. მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ტენდენცია რაც რელიგიის სააგნეტოში შეიქმნა იზრდება რელიგიებზე ფინანსური დახმარების თავალსაზრისით. ამ ეტაპზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება სააგენტოსა და სამ რელიგიურ ორგანიზაციას შორის. ესენი გახლავთ: ისლამური თემი, სომხური ეკლესია და იუდაისტური თემი. ხოლო კათოლიკურ ეკლესიასთან მომდევო კვირას გაფორმდება ხელშეკრულება და მათაც გადაეცემათ კუთვნილი თანხა. დარჩენილი მილიონი ლარის განაწილებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნება დაახლოებით ზაფხულის პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ სტატისტიკის დეპარტამეტის ოფიციალური მონაცემები ცნობილი გახდება სავარაუდოდ ამ პერიოდში, ამიტომ დამატებით 1 მილიონი ლარი შემდეგში იქნება გამოყენებული, მეტი სიზუსტისა და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, რადგან რელიგიის სააგენტო იყოს თავის გადაწყვეტილებებში მეტად ობიექტური და გამჭირვალე,“ – განაცხადა სააგენტოს თავჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.
დაფინანსება კონფესიებს 2014 წლიდან ეტაპობრივად ეზრდებათ. რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას დადებითად აფასებენ სახელმწიფოს ამ ინიციატივას და აღმინშნავენ, რომ გამოყოფილი თანხა ძირითადად ხმარდება შენობა-ნაგებობების რესტავრაციას, ღვთისმსახურთა სახელფასო და რელიგიური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯებს. ასევე სამრევლოებს, საყოფაცხოვრებო თუ საგანმანათლებლო საქმიანობას.
თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ რელიგიური კონფესიებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის კონპესაცია პირდაპირი სუფსიდირების გზით არ უნდა ხდებოდეს და რომ არსებული დაფინანსების წესი არ ატარებს რეალურ სამართლებრივ სახეს და ის არადემოკრატიულია. გაითვალისწინებს თუ არა სახლმწიფო შენიშნვნებს ჯერ-ჯერობით უცნობია.
სოფიკო ნინიკაშვილი