ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთის მეწარმეობის მინისტრთან ლიიზა ოვიირთან ერთად ქართული და ესტონური კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული ბიზნეს-ფორუმი გახსნა.
მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ბიზნეს-ფორუმს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ მიზნის მისაღწევად, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს სტრატეგიულ ეკონომიკურ თანამშრომლობად.
მიხეილ ჯანელიძემ ბიზნესის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციას, რომლის შედეგად საქართველოში იქმნება ბევრად მეტი შესაძლებლობა ინვესტიციების განსახორციელებლად. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინვესტორებს საქართველოს მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.