საპარტნიორო ფონდში ქართულ-თურქულ – რუმინული კომპანია SU MARKETS-ის საინვესტიციო წინადადებები განიხილეს.
საპარტნიორო ფონდში თბილისის ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარების პროექტის პრეზენტაცია შედგა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორი ჩერქეზიშვილმა უნგრულ -ქართული კომპანია SU MARKETS-ის წარმომადგენლების წინადადებები განიხილეს.
ქართულ-თურქულ- რუმინული კონსორციუმი საქართველოში შემოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. SU MARKETS-სი ინტერესს საქართველოს აგრობიზნესისა და ლოჯისტიკის სფეროში გამოთქვამს. საპარტნიორო ფონდმა პოტენციურ ინვესტორებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნეს.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.