,,იმედია, სამუდამოდ დასრულდება მოსკოვებში, დონეცკებსა და ხარკოვები 37 მანეთად გულაობები. მილანების, ვარშავებისა და ბერლინების დროა. მეტი ევროპა საქართველო!“
,,დღევანდელი 1 საშუალო ქართული ხელფასით მოსკოვამდე 7 ბილეთი მაინც მოგივა, ისიც ბოლო სამ წელიწადში 35%-ით დევალვირებული ლარის კურსით.“
,,ხოდა წევეი ქუთაისში, იქიდან უმფრო ახლოს ყოფილა ევროპა“
,,ამაზე ზევიდან უვიზო რეჟიმი და ,,დუხი” არ ვნახო არავისი საქართველოში!“
ეს და კიდევ სხვა უამრავი კომენტარი გამოიწვია ახალმა ინფორმაცია, რომლის შესახებაც მოსახლეობამ რამდენიმე საათია შეიტყო.
ავიაკომპანია ,,ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია.
ამ ინფორმაციაში კი ყველაზე ყურადსაღები ფასებია, რომლებიც 24.99 ევროდან იწყება და მაქსიმალური მგზავრობის თანხა 39.99 ევრო ჯდება.
ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება და ფრენის ღირებულება 39.99 ევრო იქნება;
ქუთაისი-მიუნხენის, ქუთაისი-დორტმუნდისა და ქუთაისი-მილანის რეისების ფასები ასევე 39.99 ევრო ეღირება. სალონიკსა და სოფიაში 29.99 ევროდ შეძლებთ წასვლას, ხოლო ლარნაკაში 24.99 ევროდ.
რეისები ეტაპობრივად სექტემრიდან დაიწყება.
ნატალია ჯალაღონია