საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ,,ტრასეკას“ ეროვნული მდივანი საქართველოში – დავით ხუციშვილი ,,ტრასეკას“ საგზაო უსაფრთხოების პროექტის დასკვნითი რეგიონალური შეხვედრას დაესწრო, რომელიც დღეს თბილისში, სასტუმრო ,,ძველ თბილისში” გაიმართა.
ღონისძიებაში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობდნენ ,,ტრასეკას“ საგზაო უსაფრთხოების პროექტის 9 ბენეფიციარი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ტრასეკას გენერალური მდივანი.
,,ტრასეკას საგზაო უსაფრთხოება II”-ის პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობდა 2014-15 წლებში, რომლის ბენეფიციარ ქვეყნებს წარმოადგენენ: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.
,,ტრასეკა“ (ევროპის და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი) ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტია, რომლის მიზანია შავი ზვის, კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონებში პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა საერთაშორისო ტრანსპორტის გაუმჯობესების გზით.
აღნიშნული პროექტი რეგიონალური მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს ტრასეკას რეგიონის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საერთოდონის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში გასული ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, სემინარები და შეხვედრები სახელმწიფო კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა ზემოხსენებულ ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების ხელისშემშლელი კონკრეტული ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებითაც ექსპერტების მიერ შემუშავდა გარკვეული რეკომენდაციები.
ნატალია ჯალაღონია