“როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო კმაყოფილია რუსეთში შეტანილი ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ხარისხით.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე, საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური პროდუქციის 141 პარტია შევიდა, რომლის საერთო მოცულობაც 600 ათას ლიტრს შეადგენს.
„ყველაფერი იმ პარამეტრების ფარგლებშია, რომლებიც მოქმედი ნორმატივებითაა დადგენილი“, – აღნიშნა ონიშჩენკომ.
16.07.13