,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი – ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს – გრიგორი კარასინს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კარასინმა და ბურჯანაძემ რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
,,შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, გაკეთდა აქცენტი, რომ ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს”, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყებაში.
ნატალია ჯალაღონია