ეს 6 შეცდომა სალათას ძალიან კალორიულად აქცევს.
თუ გახდომა გადაწყვიტეთ და ვახშამზე პიცის ნაცვლად სალათის მირთმევას აპირებთ, ყურადღება გმართებთ, რომ კალორიულობით სალათამ პიცას არ გაუსწროს. პირველი შეცდომა ნუ დაუმატებთ სალათაში ჩიფსებსა და გახუხულ პურს – ეს კალორიული ბომბაა. ერთ მუჭა კრუტონებს 120 კალორია აქვს. თანაც, არანაირ სარგებელს არ შეგმატებთ. თუ კნატუნი გსურთ, აირჩიეთ ნიგოზი ან ფსტა. თუმცა, ბევრი არ დაუმატოთ. თქვენ მიიღებთ სასარგებლო ცხიმებს, ცილას, უჯრედისს და დანაყრების შეგრძნებას.
მეორე შეცდომა არ ჭამოთ ბევრი ჩირი
ქიშმიში და კურაგა ნედლ ხილზე კალორიული და ტკბილია. ზოგიერთ ჩირს კი შაქრის ვაჟინში ავლებენ, რაც კიდევ უფრო უმატებს კალორიულობას. უმჯობესია, სალათაში ცოცხალი ვაშლი, ფორთოხალი და ყურძენი შეურიოთ, ვიდრე ჩირები.
მესამე შეცდომა სწორად აირჩიეთ ცილა
დაბრაწული ქათმის ხორცი, კრევეტის ფრი, ფქვილში ამოვლებული და შემწვარი თევზი მეტად კალორიული საკვებია. ასეთივეა სალათა სხვადასხვა ხორცით (ბეკონი, ლორი და ქათმის ხორცი). თუ სალათის მირთმევისას გსურთ, იგი ცილით იყოს მდიდარი, უპირატესობა მიანიჭეთ მოხარშულ ან ორთქლზე მოთუშულ ხორცს, კვერცხს. გახსოვდეთ, რომ ერთ ჭამაზე იმდენი ხორცი უნდა მიიღოთ, რაც ხელისგულზე დაგეტევათ.
მეოთხე შეცდომა ბოსტნეული სხვადასხვანაირი არსებობს
ყველაზე დიდი სიფრთხილე ბოსტნეულის არჩევისას გმართებთ. ზოგიერთი სახამებლის შემცველია და მას უნდა მოერიდოთ. უპირატესობა მიანიჭეთ სალათის ფურცელს, ყველანაირ კომბოსტოს, ბადრიჯანს, სოკოს. სალათას გაგიმრავალფეროვნებთ, ვიტამინებითა და ცილით გაგიმდიდრებთ ბარდა, ლობიო, ოსპი, მაგრამ არაუმეტეს ერთი სადილის კოვზისა ერთ პერსონაზე.
მეხუთე შეცდომა ყველის დამატება
სალათაში ყველი 30 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს აგრეთვე ეხება ცხიმის შემცველ ინგრედიენტებს – ავოკადოსა და თხილეულს. სალათა უმჯობესია ზეთით გააგემრიელოთ. ერთი პორცია სალათისთვის საკმარისია 1/8 ავოკადო ან 1/4 სადილის კოვზი გატარებული ნიგოზი.
მეექვსე შეცდომა კალორიული სოუსები
არასწორად არჩეულმა სოუსმა სალათას შეიძლება დამატებით 200-300 კალორია შემატოს. თუ ზედმეტი კილოგრამების მომატება არ გსურთ, სალათა შეაზავეთ ლიმონის წვენში არეული ზეითუნის ზეთის (არაუმეტეს 1 ს/კ), ლიმონითა და მარილით. უარი თქვით მაიონეზსა და მზა სალათის სოუსებზე. აგრეთვე, უარის თქმა მოგიწევთ ისეთ შინაურულ სოუსზე, რომელიც დიჟონის მდოგვისგან, თაფლისა და ზეითუნის ზეთისგან მზადდება. ესეც ძალიან კალორიულია.
წყარო: marao.ge