სოციალურ ქსელ Facebook-ში მოწონება- შეფასების ღილაკის ალტერნატიული ვერსიები გამოჩნდა. ესაა ხუთი დამატებითი ემოცია – სიყვარული, სიცილი, გაოცება, მოწყენა და გაბრაზება. როგორც ,,ფეისბუკის” შემოქმედები ამბობენ, ეს ფუნქციები მომხმარებელს დაეხმარება საკუთარი აზრი უფრო კონკრეტულად დააფიქსირონ ფოტოების, პოსტების თუ სხვა აქტივობების შესახებ.
ახალი ფუნქციის გამოყენების საშუალება, ეტაპობრივად, ყველას მიეცემა.
Facebook-ის შემქმნელები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ “dislike” ღილაკის კონცეფციაზე, თუმცა, საბოლოოდ, სხვადასხვა ემოციის შექმნაზე ჩამოყალიბდნენ.
ნატალია ჯალაღონია