50 წლამდე ფრანგი ქალების ლამაზად დაბერების საიდუმლო.
…ეს ქალბატონები თავისუფლად ატარებენ ქვედაბოლოებს მუხლზემოთ; მშვენივრად გამოიყურებიან, თუნდაც მათი კანი კალიფორნიული სტანდარტების მიხედვით იდეალური არ იყოს; მათ არ ეშინიათ სიბერის და თავიანთ ასაკში კომფორტულად გრძნობენ თავს.
ცხოვრების აქტიური წესი სიბერეშიც აქტიური რჩება საფრანგეთში ცხოვრების აქტიური წესი ეროვნული კულტურის შემადგენელია და ასაკთან ერთად მასზე უარის თქმა მიღებული არ არის. ფრანგები დადიან ლაშქრობებში, თამაშობენ ჩოგბურთს, დარბიან პარკებში და ა.შ. ეს სწორად ცხოვრების წესია და არა სპორტისადმი დიდი სიყვარული. შვებულებაშიც კი, ფრანგები ირჩევენ ისეთ დასვენებას, სადაც მოძრაობა მოუწევთ.
იუმორის გრძნობა, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი ცნობილი ფრანგული სარკაზმი ფრანგ ქალებს ეხმარებათ, არ მიიღონ საკუთარი ასაკი, როგორც დრამა. არცერთ სხვა ენაში არ არის იმდენი ხუმრობა და გამონათქვამი ასაკოვან ქალებზე, როგორც ეს ფრანგულშია.
(ფანი არდანი – 66 წლის)
საჭმელი, როგორც რელიგია ყველასათვის ცნობილია, რომ ფრანგებს ჭამის კულტი აქვთ, მაგრამ ამერიკელებისგან განსხვავებით, ეს კულტი რაოდენობაში კი არა, არამედ სინატიფესა და სილამაზეში გამოიხატება. ფრანგი ქალები ცოტას მიირთმევენ, ხშირად კაფეებსა თუ რესტორნებში და მინი-პორციებით, კარგი ღვინითა და სასიამოვნო ურთიერთობებით ტკბებიან.
ასაკის მატებასთან ერთად ფრანგი ქალები არაფერში ზღუდავენ საკუთარ თავს ასაკთან ერთად, როდესაც ბავშვები გაიზარდნენ, ფრანგ ქალებს საკუთარ თავზე გადააქვთ ყურადღება. ხარჯავენ მეტ ფულს სიამოვნებისთვის, მოგზაურობენ, ყიდულობენ ძვირად ღირებულ ტანსაცმელს. შვილიშვილების მოვლა საფრანგეთში მიღებული არ არის, არავინ აღიქვამს ბებიას, როგორც უფასო ძიძას.
(ჯულიეტ ბინოში – 51 წლის)
ასაკთან, გარდერობში ნაკლები, მაგრამ ძვირად ღირებული ტანსაცმელია საშუალო შემოსავლის მქონე ქალებიც კი ყიდულობენ კომფორტულ და ძვირად ღირებულ ტანსაცმელს, კარგ ფეხსაცმელს და თუნდაც ერთ ძვირიან ჩანთას. ყველაფერი ეს ქმნის ასაკოვანი ქალის ელეგანტურ სტილს, რომელსაც ტურისტები აღფრთოვანებაში მოჰყავს.
ასაკთან ერთად სოციალური ცხოვრებაც იმატებს ამერიკელებისგან განსხვავებით, რომლებიც შინ ტელევიზორის ყურებას ამჯობინებენ, ფრანგი ქალების სოციალური ცხოვრება ასაკთან ერთად უფრო აქტიური ხდება. დადიან წვეულებებზე, კარგ ბარებში, კინოში, ბიენალეზე…
ასაკი ავადმყოფობა არ არის და მკურნალობას არ საჭიროებს ფრანგები მშვიდად ეგუებიან ასაკსა და ნაოჭებს. ქირურგიული ჩარევები კრიტიკის საგანი ხდება (როგორც კატრინ დენევის მაგალითზე). ფრანგი ქალები თვლიან, რომ ხანდაზმულობაში ნაოჭების არქონა ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებს.
(სოფი მარსო – 48 წლის)
ნებისმიერ ასაკში შეიძლება ატარო ის, რაც გიხდება ფრანგები თავისუფლად ატარებენ მოტკეცილ ლეგინსებსა თუ მოკლე კაბებს. საფრანგეთში არ არსებობს ცნება “ტანსაცმელი ასაკის მიხედვით”. დედა-შვილი ხშირად ერთსა და იმავე ტანსაცმელს ყიდულობს.
არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა სექსუალურობისთვისა და სექსუალური ცხოვრებისთვის პირიქით, საფრანგეთში ითვლება, რომ 40 წლის შემდეგ მეორე ახალგაზრდობა იწყება – ბევრი რამ არის გათავისებული, დროა, დატკბე ჯერ კიდევ კარგი ფორმითა და გამოცდილებით.
ასაკში ყველაფერი შეიძლება, თუმცა დოზირებულად ღვინო, გვიანი ვახშამი, სიგარეტი, ყავა… ფრანგები თვლიან, რომ ყავისა და სიგარეტისგან მიღებული სიამოვნება მეტად სასარგებლოა, ვიდრე მათზე უარის თქმით გამოწვეული სტრესი.
(სანდრინ ბონე – 48 წლის)
ფრანგი ქალების მთავარი რჩევა კი გახლავთ: ნუ დაიზარებთ, იცხოვრეთ სიამოვნებისთვის: გემრიელი საჭმელებით დაწყებული, სექსითა და მოგზაურობით დამთავრებული, არაფერი მოიკლოთ. იქონიეთ დევიზად: “მე ხნიერი ქალი ვარ, ბევრს მივაღწიე და ვტკბები საკუთარი თავით და ამ მომენტით”.
წყარო: marao.ge