ტყიბულში დაძაბული გრძელდება. მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, მეშახტეებმა კომპანია ,,საქნახშირის” მიერ შეთავაზებული მემორანდუმი დახიეს. ადგილზე გამოძახებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.
როგორც მეშახტეები არიან, ისინი დაშლასა და მოთხოვნების შეცვლას არ აპირებენ და მთელი ღამე ადმინისტრაციის შენობაში ყოფნას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ უკვე 13 დღეა ტყიბულის მაღაროს მეშახტეები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების 40%-იან ზრდას ითხოვენ, რაზეც ადმინისტრაცია უარს აცხადებს. დღეს საღამოს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებები გაფიცულებთან უშედეგოდ დასრულდა.
ნატალია ჯალაღონია