ქმრების უმეტესობა ცოლებს საჩუქრის სახით ყვავილების ბუკეტს უძღვნის, მაგრამ ერთმა იაპონელმა მამაკაცმა გადაწყვიტა საჩუქრის ამ სახისთვის სხვა ფორმა შეეძინა – როდესაც მისმა მეუღლემ, დიაბეტის დიაგნოზის შედეგად, თვალის სინათლე დაკარგა, მისტერ კუროკიმ მისთვის სურნელოვანი ყვავილების უზარმაზარი ბაღი გააშენა, ამისთვის მას ზუსტად 2 წელი დასჭირდა. ახლა კი კუროკის ბაღი ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილია.
მისტერ და მისის კუროკები ქალაქ მივაზაკში ცხოვრობენ. მისის კუროკიმ ქორწინებიდან 30 წლის შემდეგ, 52 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. ამის შემდეგ ის ჩაიკეტა, მისტერ კუროკიმ კი ცოლის გახალისების მიზნით, ათასობით ყვავილი დარგო. მას სურდა, რომ ყვავილების სურნელით მის მეუღლეს სიამოვნება მიეღო.
ეს 10 წლის წინ იყო, ახლა კი გაზაფხულზე ბაღს დღეში 700-მდე ვიზიტორი ჰყას. ისინი ფოტოებს იღებენ ყვავილებთან და გარდა ამისა, აქვთ საშუალება, იურთიერთონ წყვილს.
ნატალია ჯალაღონია