მინდა, გამოვეხმაურო ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას და მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლევადებში გამოიძიოს.
მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი.
სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმისგამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.
მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება.