საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 38:7 დაამარცხა. ბორჯალოსნებმა” მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 100-პროცენტიანი შედეგით – 15 ქულით ლიდერობენ.
საქართველოს ნაკრებიდან ლელო გაიტანეს: ალექსანდრე თოდუამ, მერაბ კვირიკაშვილმა, თამაზ მჭედლიძემ და დავით კაჭარავამ. ორჯერ მსაჯმა “ბორჯღალოსნების” სასარგებლოდ საჯარიმო ლელო დააფიქსირა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა შეხვედრა ვაკის სტადიონზე ჩაატარა.
ქართველი მორაგბეები მომდევნო მატჩს 12 მარტს, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
რაც შეეხება ჯგუფის სხვა მატჩებს, რუმინეთის ნაკრებმა შინ რუსეთს ანგარიშით 30:0 სძლია, გერმანია-პორტუგალიის დაპირისპირება კი მოგვიანებით, დასრულდება.