ნუცა ასკილაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. გთავაზობთ, სრულ ტექსტს:
,,სიმსივნე -ეს არის დიაგნოზი, რომელიც დედას 2 თვის წინ დაუსვეს და რომელმაც თითქმის მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. დღეს ერთადერთ იმედად ძვირადღირებული მკურნალობის კურსი გვრჩება, რომლის საშუალებაც ჩემს ოჯახს ამ ეტაპზე არ აქვს, ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია თუმცა სოციალური სტატუსი არ გვაქვს არანაირ დახმარებას არ ვიღებთ (ერთადერი შემოსავალი ჩემი 300ლარიანი ხელფასია) . თბილისის მერია არ იბარებს საბუთებს რადგანაც დედა არ არის თბილისში ჩაწერილი… საქართველოში ექიმებმა ყოველგვარი იმედი გადამიწურეს მითხრეს, რომ მეორე ქიმიის გაკეთებას აზრი არ აქვს, ამ დროს თურქეთიდან გვწერენ რომ ჩამოიყვანეთ მკურნალობას ექვემდებარებაო… ვარ ძალიან დაბნეული, არ მინდა, ასე ვუყურო თუ როგორ გამომეცლება ხელიდან. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. სასწრაფოდ საჭიროა თურქეთის კლინიკაში მისი გადაყვანა და ამისათის 5 300 $ -ია საჭირო (გამოკვლევისა და ქიმიის საფასური), ეს თანხა ჩვენთვის ხელმიუწვდომელია, გასაყიდიც არაფერი აღარ დაგვჩა. იქნებ გამოხატოთ გულისხმიერება და დამეხმაროთ ფინანსურად ნუცა 591930110. ეს კი დედას ანგარიშის ნომერია GE42LB0211134989157000″ – წერს ნუცა.