საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს მაჰირ უნალს შეხვდება.
მხარეები ორ ქვეყანას შორის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრებენ და ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან. მაჰირ უნალი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის პოსტზე 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა.