ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
სხდომაზე განხილული იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები. საგარეო საქმეთა მინისტრი კომისიის მონაწილეებს ინფორმაციას მიაწვდის საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში. იგი ასევე შეხვდება ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერსს.