11 მარტს, პარასკევს, 19:00სთ-ზე წიგნის სახლში ბახტრიონზე Studentjob.ge-ის ინიციატივით და ლიტერატურული კაფე „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ მხარდაჭერით, ახალი პროექტი ,,ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ ჩატარდება.
ღონისძიების პირველი სპიკერი “თიბისი” ბანკის ვიცეპრეზიდენტი, “დოიჩე ბანკის” წარმატებული მენეჯერი დავით წიკლაური იქნება.
როგორც “თბილისი თაიმსს” ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის ფარგლებში ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს შეხვდეს და პროფესიული რჩევები მიიღოს.
შეხვედრები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ირგვლივ ეტაპობრივად გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს სარეგისტრაციო ფორმის შევსებით შეუძლია.