საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 15 მარტს, ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისში, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გაიხსნება გამოფენა „პირველი ქალი პოლიტიკოსები საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში: 1919-1921”.
როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობე, ღონისძიებას გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კახა იმნაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი მანანა კობახიძე და საქართველოს ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია გაუძღვებიან.
გამოფენა 1919 წელს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხება, რომლის შედეგად პირველად დამფუძნებელი კრების წევრად 5 ქალი აირჩიეს. ღონისძიების ორგანიზატორია „ქალთა საინფიორმაციო ცენტრი“.
ნიუ-იორკში „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გენდერის თემაზე შექმნილი გამოფენის მხრდამჭერია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული არქივი და აშშ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.