ლადო პაპავასა და თვითმართველობის წევრების შეხვედრა დასრულდა. დახურული შეხვედრიდან გამოსულმა უნივერსიტეტის რექტორმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.
საკუთარ პოზიციებს არ თმობენ თვითმართველობის წარმომადგენლებიც, ისინი კვლავ რექტორის კაბინეტში იმყოფებიან და მის დატოვებას არ აპირებენ. „ოთახიდან სტუდენტებს ძალით არავინ გამოიყვანს,“ – განაცხადა ლადო პაპავამ, რომლის თქმითაც, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
პაპავა განსაკუთრებით შენობაში უცხო პირების შესვლის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას რათა მისი თქმით არ მოხდეს რაიმე ტიპის პროვოკაცია.
უნივერსიტეტში იმყოფება საიას თავმდჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, რომელიც განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა. „დაცვა არ ასრულდებდა ფუნქციას, რადგანაც რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ თვითმმართველობის წევრები და მათი მომხრეები. გაურკვეველია როგორ შემოიჭრენ შენობაში სხვადასხვა დაჯგუფების წარმომადგენლები,“ – აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, შიმშილობა ადამიანების უფლებაა, მაგრამ რექტორის კაბინეტში შეჭრაზე და მსგავს ექსესებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს დაცვა.
ნატალია ჯალაღონია