პრეზიდენტს ახალი ეკონომიკური მრჩეველი ჰყავს. მაია მელიქიძე დღემდე ლიბერთი ბანკში მუშაობდა. გარდა ამისა, მას აქვს აკადემიური საქმიანობის გამოცდილებაც.
ამ თანამდებობაზე მაია მელიქიძემ გიორგი აბაშიშვილი შეცვალა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებს.