მთავრობის ადმინისტრაციაში მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტს სახელი გადაერქმევადა სხვა დატვირთვას შეიძენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზეგანაცხადა. მისივე ინფორმაციით, სტრუქტურას დაერქმევა სტრატეგიული პროექტებისკოორდინაციის დეპარტამენტი, რომელიც მსხვილი ინფარსტრუქტურული პროექტებისშემთხვევაში, მოახდენს უწყებების კოორდინაციას.
„დეპარტამენტი მოახდენს კოორდინაციას ისეთი სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, როგორიც არის აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ანაკლიის პორტი. ასევე, სამთო კურორტების მიმართულებით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის კოხტა–მიტარბის კომპლექსის და გუდაურის სტრატეგიული განვითარება. დეპარტამენტი მოახდენს უწყებათა შორის კოორდინაციას. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი საკითხები გადასაჭრელი,რომელიც უწყებათაშორისო ხასიათისაა. ეს არის, მაგალითად, ქონების მართვის კუთხით მიწისგამოსყიდვის საკითხი, გარემოს დაცვის კუთხით პროცესების მაქსიმალურად ხელშეწყობა,“–აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, სტრატეგიის ცვლილებაზე მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანერთად მუშაობს.
„ამ სტრატეგიის ცვლილების უმნიშვნელოვანესი, განუყოფელი ნაწილი გახლავთადმინისტრირების მხრივ პროექტების დაჩქარება. სწორედ ეს დეპარტამენტი, რომელიც ახალისტრუქტურა არ იქნება, მაგრამ თვისობრივად გარდაიქმნება, ხელს შეუწყობს ამ კუთხითუწყებათაშორის კოორდინაციას”, – განაცხადა გორგი კვირიკაშვილმა.