„ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და მე ნამდვილად დაბადებისას განგვაცალკევეს (ალბათ, დაახლოებით 800 წლის ვარ). გასაკვირი არაა, რომ ასე გავჭაღარავდი,” – დაწერა ბრიტანელმა მოდელმა საკუთარი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, მას შემდეგ, რაც თავის თავსა და შოთა რუსთაველს შორის ვიზუალური მსგავსება აღმოაჩინა.
ფოტო, რომელიც რიჩარდ ბეიდულმა გამოაქვეყნა ძალიან სწარაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ფართო დისკუსიების საგნად გადაიქცა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ ბრიტანელ მოდელს შეიძლება, ქართული ფესვები აქვს.
არ აქვს მნიშვნელობა ამ მოსაზრების გჯერათ თუ არა, მათ შორის მსგავსება ძალიან მკაფიოა, რასაც ფოტოც ადასტურებს.
ბიედული ამჟამად მუშაობს სხადასხვა სააგენტოსთან მსოფლიოს მასშტაბით. მას კონტრაქტი აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სამოდელო სააგენტოსთან, ლონდონის „ელიტთან“, სწორედ ის წარმოადგენს მის ძირითად სააგენტოს.
გარდა ამისა, ბრიტანელი მოდელი თანამშრომლობს ნიუ-იორკის „მოდელ მენეჯმენტთან“, მილანის, ბარსელონის, კოპენჰაგენის, სტოკლჰოლმისა და ტორონტოს „ელიტთან“.
ნანუკა მაღლაკელიძე