საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული 3 კანდიდატიდან დაასახელა. დანიშვნის დღეს გვენეტაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი ფაქტორები, ისეთები, როგორიც არის ზომიერი და სტაბილური ინფლაცია და ფინანსური სტაბილურობა, შენარჩუნდეს ქვეყანაში.
ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 25 თებერვალს ამოეწურა.
კობა გვენეტაძეს საფინანსო სექტორში და ეკონომიკის მიმართულებით მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. „თბილისი თაიმსი“ საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის ბიოგრაფიულ ინფორმაციას გთავაზობთ.
კობა გვენეტაძე
დაბადების თარიღი: 1971 წლის 26 დეკემბერი
სამუშაო გამოცდილება: 2016 წლის მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი;
2015–2016 წწ. ეკონომიკური მრჩეველი “Galt & Taggart” (სს “საქართველოს ბანკი”);
2002-2015 წწ. უფროსი ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF);
ვაშინგტონი, აშშ. ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი;
2001-2002 წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, მთავრობის კანცელარია;
2000-2001 წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ფინანსთა სამინისტრო;
1999 წელი – ეკონომისტი, სტაჟიორი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ევროპის II დეპარტამენტი;
1996-1998 წწ. ეკონომისტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში;
1994-1996 მთავარი ეკონომისტი, საქართველოს ეროვნული ბანკი;
1993-1994 წწ. ეკონომიკური მიმომხილველი, გაზეთი “ივერია ექსპრესი”;
განათლება: 2000 წელს დაამთავრა ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, აშშ. აშშ–ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში.
1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსების და კრედიტის სპეციალობით, კვალიფიკაცია ეკონომისტი.
სამეცნიერო წოდება: ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი;
პუბლიკაციები: ნავთობით მოპოვებული დოვლათის მართვა: აზერბაიჯანის ქეისი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2004, თანაავტორი;
ადგილობრივი ფასწარმოქმნა ენერგო პროდუქტებზე ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში: აზერბაიჯანის ქეისი. რჩეული სტატიები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 2005, თანაავტორი;
ერაყის ნავთობსექტორი: მოვლენები და პერსპექტივები ორმაგი შოკის შემდეგ. რჩეული სტატიები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), 2015.
ნათია კეკენაძე