საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 24-25 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარქისიანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ჰოვიკ აბრაჰამიანთან და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ იგეგმება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.