ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია – ,,ბი ბი სი” ზღვაში მოცურავე გიგანტურ ხეზე წერს, სათაურით: “Tree makes sea voyage for Georgia park project.” როგორც ჟურნალისტი წერს, ტიტა დაახლოებით 100 წლისაა და ბიძინა ივანიშვილმა ის იმ პარკის პროექტისთვის შეარჩია, რომელსაც თავად აშენებს.
სტატია საკმაოდ ვრცელია და განმარტებულია სხვადასხვა დეტალი, მათ შორის, წერია, რომ ხე 650 ტონაა და მისი ტრანსპორტირება ძალია რთული აღმოჩნდა.
სტატიაში აგრეთვე შეხვდებით ივანიშვილის ზოგიერთი ოპონენტის შეხედულებებს იმის შესახებ, რომ მისთვის არ უნდა მიეცათ ისტორიული ხეების გადატანის უფლება.
აქვეა ინფორმაცია საპროტესტო აქციების შესახებ, რომელიც ციხისძირში იმართებოდა.
სტატიაში ასევე მოყვანილია ივანიშვილის სიტყვები, რომელიც მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უთხრა და ასევე განუმარტა, რომ სანაცვლოდ ადგილზე 10 ხის დარგვას უზრუნველყოფდა:
,,მე ვაშენებ პარკს, რომლისთვისაც, ჩემი აზრით ეს ხე შესაფერისი იქნება.”
ავტორი სოციალურ ქსელში არსებულ გამოხმაურებებზეც ამახვილებს ყურადღებას და რამდენიმე კომენტარი მოჰყავს, მათ შორის, ,,ტაბულას” დირექტორის – თამარ ჩერგოლეიშვილის, რომლის თქმითაც, ივანიშვილი უჩვეულო ნივთების შემგროვებელია.
ნატალია ჯალაღონია