სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში გამყიდველმა ყველში ქვა აღმოაჩინა.
როგორც “თბილისი თაიმსს” სააგენტოდან აცნობეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტ-ინსპექტორებმა ფაქტის შესწავლის და რეაგირების მიზნით შეამოწმეს აღნიშნული სუპერმარკეტი და მიკვლევადობის პროცედურების დარღვევის გამო ი/მ „ზურაბ კალაჯიშვილი“ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე დაადგინა ყველის მომწოდებელი და განაგრძობს დეტალურ შემოწმებას.
სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გრძელდება.