ეკონომიკის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაქციით, ცეცხლი მე-6 სართულზე, გავრცელდა. აალება, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას ჯერჯერობით არ აძლევენ. ისინი უწყების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.