საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გუშინ პაკისტანის ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე განხორციელებულ შემზარავ ტერორისტულ აქტს გმობს, რომელსაც 70-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ტრაგედიის მასშტაბით და ტერორისტთა მხრიდან ჩადენილი ბარბაროსობით, რაც წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.