29 წლის თამარ ბაბილუამ ეროვნული რეკორდი დაამყარა – მუსიკოსმა ფორტეპიანოზე 25 საათი გადაბმულად დაუკრა.
თამარ ბაბილუა სამ საათში ერთხელ – 15 წუთი ისვენებდა. გუშინ დაწყებული მარათონი დღეს, პირველ საათზე დასრულდა.
მუსიკოსმა ქართული და უცხოური რეპერტუარიდან ათასზე მეტი ნაწარმოები შეასრულა. პიანისტს არაერთი ადამიანი ამხნევებდა -ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში არაერთმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი.
თამარ ბაბილუას მუსიკალური კარიერა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. ეროვნული რეკორდსმენი არაერთი მუსიკალური კონკურსი გამარჯვებულია.
ნატალია ჯალაღონია