მზადედება დიდი თამაშების წინ, ოვაციები, შეძახილები სტადიონზე, გამარჯვების ზეიმი და მიზნის მიღწევით განცდილი ბედნიერება – ფეხბურთი, სპორტის სახეობა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს და გულგრილს ვერავის გვტოვებს. ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგად ცნობილი და ახლობელია, რადგან, საქართელოშიც, ფეხბურთი, საკმაოდ დიდი ხანია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სპორტია.
ამ ყველაფერთან ერთად, ფეხბურთი არის ბიზნესი, რომელიც წარმატების მისაღწევად და განვითარებისთვის მოითხოვს ინვესტიციას, დაგეგმვას, მუშაობასა და ყოველდღიურ ზრუნვას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაინტერესებული მხარეების მიერ.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, ფეხბურთი საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს და ამასთან, მნიშვნელოვანია ამ ინვესტირებული თანხების სწორად ხარჯვა. „თბილისი თაიმსი“ დაინტერესტა, თუ რა არის ქართული საფეხბურთო კლუბების დაფინანსების ძირითადი წყარო, არის თუ არა ფინანსური მდგომარეობა ხელისშემშლელი ფაქტორი ფეხბურთის განვითარებისთვის საქართველოში, როგორ ფინანსდება საქართველოს ჩემპიონატები, იგეგმება თუ არა რაიმე ნაბიჯების გადადგმა გასავითარებლად როგორია ჩემპიონატებიდან მიღებული შემოსავალი:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია:
„არსებობს მუნიციპალური კლუბები და კერძო კლუბები. კერძო კლუბების დაფინანსების წყარო 100 %-ით იყო მეპატრონის მიერ ინვესტირებული თანხა და სხვადასხვა სპონსორობა. მუნიციპალური კლუბები კი და სრულიად მუნიციპალურ ბიუჯეტზე იყვნენ. ასეთი სქემით ხდებოდა აქამდე ქართული საფეხბურთო კლუბების დაფინანსება. დაფინანსების ეს სქემა იყო არამიზნობრივი, არასტაბილური და კლუბები ვერ ახდენდნენ სწორ ფინანსურ დაგეგმარებას.
მიმდინარე წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი ფეხბურთის განვითარების გეგმა, შეიქმნა ფეხბურთის განვთარების ფონდი. ფონდში ხდება სოლიდარობის პრინციპით მუნიციპალიტეტებიდან მიმდინარე წლის თანხების მობილიზება. ასევე მას ემატება ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა და ხდება გადანაწილება თანაბრად კლუბები. ამიერიდან, ფონდი იქნება ფინანსური გამტარი სახელმწიფოსა და კლუბებს შორის. შესაბამისად, აღნიშნული სისტემით, კლუბებს ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ გრძელვადიანი ფინანასური დაგეგმარება, სწორად განსაზღვრონ ბიუჯეტი და განვთარების გეგმა, უფრო ეფექტურად განკარგონ თანხები.
ამ დრომდე არსებული დაფინანსები სისტემა იყო არაეფექტური კლუბებისთვის. ფონდის მეშვეობით კი კლუბები მოახდენენ გრძევადიან ეფექტურ დაგეგმარებას.
საქართლოს ჩემიპონატის დაფინანსების სქემა ზემოთ არის მოცემული.
ამ რეფორმის ძირითადი მიზანია ყველა კლუბი გახდეს კერძო, საფეხბურთო ინდუსტრია გახდეს თვითმყოფადი და მომგებიანი, კომერციულად საინტერსო. ანალოგიური სისტემა მუშაობს ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში. შესაბამისად, კლუბები არის კერძო და ინდუსტრია არის მომგებიანი.
ამჟამად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთადერთი შემოსავლის წყარო არის კლუბების საწევროები, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ დაიფაროს მიმდინარე ხარჯების დიდი ნაწილი,“ – აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.
დავინტერესდი კმაყოფილები იყვნენ თუ არა თავად ფეხბურთელები მათი ამჟამინდელი მდგომარეობით, რომელსაც კლუბები სთავაზობდნენ. რაიმე შენიშვნები თუ აქვთ ფედერაციასთან, მათი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია ინვესტიცია ფეხბურთის განვითარებისთვის, ამ საკითხვებზე „თბილისი თაიმსს“ მოქმედი ფეხბურთელები – აკო შულაია, ლევან გეგეჭკორი და სავი მელიავა ესაუბრნენ.
მათ კლუბებში არსებულ პირობებს რაც შეეხება, აკო შულაია და ლევან გეგეჭკორის განხცხადებით, პირობები დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ისურვებდნენ უფორ მეტად განვითარებულიყვნენ:
„როგორც ასეთი, უმაღლეს ლიგაში რამდენიმე გუნდს აქვს ნორმალური პირობები, ამიტომ, არა მარტო მე, არამედ ნახევარი ასე იტყვის, რომ დამაკმაყოფილებებლია საქართველოში რა პირობებიც არის და ზედმეტსაც ვერ მოითხოვ, ისედაც ვიცით როგორი პირობებია ჩვენს ქვეყანაში“ – აკო შულაია
„გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი მუდამ წინსვლაზე უნდა ფიქრობდეს, ვისურვებდი დღევანდელი პირობების გაუმჯობესებასა და წინსვლას“ – ლევან გეგეჭკორი
სავი მელიავა კი ხაზს უსვამს იმ ახალი პროექტების მნიშვნელობას, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ წამოიწყო: „ფეხბურთში დაწყებული პროექტები და ინვესტიციები ახლად არჩეული ფედერაციისგან სწორი კურსია, დიახ და, ჩემი აზრით, საკმარისიც“ – აცხადებს ის.
ფეხბურთის ფედერაციის განახლებული მუშაობით კი სამივე მათგანი კმაყოფილია და შენიშვნებსაც არ გამოთქვამენ ორგანიზაციის მიმართ, პირიქით, როგორც ლევან გეგეჭკორმა აღნიშნა, ადამიანს, რომელიც ფეხბურთში ერკვევა, საეჭვოა ამ ყველაფრის საწინააღმდეგო რაიმე ჰქონდეს.
რაც შეეხება ფეხბურთში ინვესტიციების მნიშვნელობას და კერძო ინვესტორების არსებობას, როგორც ირკვევა, ამ მხრივ, მათი კლუბების დაფინანსება კერძო, მათ შორის უცხო ინვესტორების მიერ არ ხდება, თუმცა ერთი მხრივ სასურველი იქნებოდა, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, ფინანსური მხარდაჭრა და გაძლიერება კლუბების წარმატებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია:
„ფინანსურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა. გუნდი, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, ეს მოქმედებს და აფერხებს კლუბის წინსვლას. ჩვენს გუნდშიც არის ფინანსური პრობლემები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ფედერაციის დახმარებით გამოსწორდება ეს ყველაფერი, როცა გუნდებს უკვე მიეცემათ ის თანხები რომლებიც განკუთვნილია კლუბებისთვის“ – ლევან გეგეჭკორი.
აკო შულაია კი აღნიშნავს, რომ საქართველოში, კლუბების ნახევარს არ გააჩნია სათანადო დაფინანსება და ეს დიდი პრობლემაა: „რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფინანსურად უნდა იყოს კლუბი ძლიერი, რომ ფეხბურთელის შენახვა შეძლოს, ფინანსურად როცა გუნდს არ უჭირს მაშინ სატურნირო მდგომარეობაც კარგია და, რა თქმა უნდა, მაღალი დონე იქნება საქართევლოში და შესაძლოა უცხოელებიც დაინტერესდნენ ქართული ჩემპიონატის თამაშით. არ მინდა რომელიმე კლუბი გამოვყო, მაგრამ ახლა ისეთი პირობებია, კლუბების ნახევარზე მეტს არ გააჩნია და ეს დიდი პრობლემაა საქართველოში.“
სავი მელიავაც ეთანხმება მათ შეხედულებებს: „დიახ, ფინანსები, ინფრასტრუქტურა – ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელია.“
მარიამ ტაკაშვილი