დღეს ინგლისელი გიტარისტისა და მომღერლის – ერიკ კლეპტონის დაბადების დღეა. მუსიკოსს 71 წელი შეუსრულდა.
იგი 16 წლის პატრისია მოლი კლეპტონისა და 25 წლის კანადელი სამხედრო მოსამსახურის, ედვარდ ვოლტერის უკანონო შვილია. სანამ ერიკი დაიბადებოდა, მამამისიკანადაში დაბრუნდა თავის ცოლთან, ხოლო ერიკი ბებიამ და ბაბუამ საიდუმლოდ იშვილეს და მას დიდხანს სჯეროდა, რომ ისინი იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები, ხოლო დედამისი – მისი და.
ერიკის დედა მალე გათხოვდა და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად თავის მეუღლესთან ერთად. შვილი კი ბებიასთან დატოვა ინგლისში. ოჯახური საიდუმლო კლეპტონს ბებია-დედამ მხოლოდ მაშინ გაუმხილა, როცა ბიჭს 9 წელი შეუსრულდა.
მეცამეტე დაბადების დღეზე ერიკს აკუსტიკური გიტარა აჩუქეს, მაგრამ მას ისე გაუჭირდა დაკვრის შესწავლა, რომ კინაღამ თავი დაანება. იგი საათობით ვარჯიშობდა და ცდილობდა, სწორად აეღო აკორდები, რომ მიეღო ისეთივე ჟღერადობა, როგორსაც მუსიკალური ჩანაწერებიდან ისმენდა.
მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ცნობილმა ბლუზის შემსრულებლებმა, მათ შორის იყვნენ ბიბი კინგი, ბადი გაი, მადი უოტერსი და ჯონ ლი ჰუკერი. 1963 წელს კლეპტონი გამორიცხეს ხელოვნების კოლეჯიდან და იგი შეუერთდა ჯგუფ The Yardbirds-ს.
ნატალია ჯალაღონია