30-31 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა.დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრები ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრებზე განიხილავენ საქართველო-ლატვიის ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.
საგარეო საქმეთა მინისტრი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს და ეწვევა ოკუპაციის მუზეუმს.