“აუდიტორია 115”-ის წევრები თსუ-ს აკადემიური საბჭოს დაშლას 1 მაისს, ვლადიმერ პაპავას მიერ თანამდებობიდან გადადგომისთანავე ითხოვენ.
როგორც “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენელმა დეა მინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ თსუ-ს არსებული აკადემიური საბჭო ვლადიმერ პაპავას გადადგომისთანავე არ დაიშლება, საბჭოს შეეძლება კანცლერის არჩევა სტუდენტების ჩართულობის გარეშე.
“თუ მოქმედი აკადემიური საბჭო 1 მაისს პაპავასთან ერთად არ გადადგება, აკადემიურ საბჭოს შეეძლება 1 ივნისამდე კანცლერი აირჩიოს, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ჩვენ გვინდა, რომ რექტორის კანცლერისა და სენატის არჩევა სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით მოხდეს”, – განაცხადა დეა მინაძემ.