„ჩვენ გვწამს, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებების თვალსაზრისითაც. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იცავს და განამტკიცებს ევროპულ ინტერესებს კავკასიისრეგიონში და სთავაზობს ევროპულ კომპანიებს ხიდს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და პარტნიორებთანდასაკავშირებლად“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემლატვიის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამპროცესში ლატვიის მხარდაჭერაზე ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვისგანსაკუთრებული ფასი აქვს „ლატვიის პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას, რაც მას ეხმარებაევროპისკენ მიმართულ გეზს არ გადაუხვიოს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა ის შესაძლებლობები, რომლებსაცსაქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაცია სთავაზობს,კერძოდ საქონლითა და მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობა, კაპიტალის შეუზღუდავი მოძრაობა,სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივად სასარგებლო ბიზნეს პროექტების განხორციელება. ამ კუთხით, მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც გაამახვილაყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის მიერ პირნათლად შესრულებული ვალდებულებებიზაფხულში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველი გახდება.
ნატოში გაწევრიანების თემაზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო დაგლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი, კერძოდ ის,რომ საქართველო კვლავ აგრძელებს ნატო-ს ავღანეთის ოპერაციასა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიაშიმონაწილეობას, როგორც ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი. „საქართველოს მისიაა იყოს თავისიპარტნიორებისა და მოკავშირეების გვერდით და გვწამს, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენ არსებითპროგრესს მივაღწევთ“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, 2016 წლის 31 მარტს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ფორუმი ორი ქვეყნის საგარეოსაქმეთა მინისტრებმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.