საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ დაიწყო მუშაობა საჯარო მოხელეთათვისადამიანის უფლებათა საკითხებზე სასწავლო პროცესის ორგანიზების მიმართულებით. აღნიშნულ პროცესში საქართველოს მთავრობას დახმარებას უწევს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რომლის მხარდაჭერით საქართველოს ეწვივნენ ბრიტანელი ექსპერტები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში- ჯონ კისანი და ჯონათანკუპერი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხილულ იქნა საჯარომოხელეთათვის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სწავლების ორგანიზებასთან დაკავშირებული ასპექტები.შეხვედრებს ესწრებოდნენ ბრიტანელი ექსპერტები, განათლების საერთაშორისო ცენტრის, ადამიანის უფლებათა დაცვისსამდივნოს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის ოფისის (OHCHR), გაეროს განვითარებისპროგრამის (UNDP), არასამთავრობო ორგანიზაციების და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები.
ამასთან, გაიმართა საჯარო დისკუსია, სადაც იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოშიარსებული ვითარებასა და საჯარო მოხელეების გადამზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ბრიტანელის ექსპერტების ტექნიკური დახმარებით დაგეგმილია, საჯარო მოხელეთათვის ადამიანის უფლებათა დაცვისსაკითხებზე სახელმძღვანელო სატრენინგო მოდულების შემუშავება და დანერგვა.